 |
25 აგვისტო 2010 |
|
 |
 |
ჩვენი მოკრძალებული პასუხი ექსპერტ კახა კაციტაძეს გვაქვს პატივი გამოვეხმაუროთ კახა კაციტაძის სტატიას, რომელიც მან ინტერნეტ-გამოცემა პრესა.გე - ზე ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საპასუხოდ გამოაქვეყნა. გვინდა აღვნიშნოთ, საზოგადოებისთვის კახა კაციტაძე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ინტელექტუალი და მოაზროვნე პიროვნება. ვფიქრობთ, მკითხველი გაოცებული დარჩებოდა მისი ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის შინაარსით, სადაც ჯანსაღი კრიტიკის ნაცვლად უსაფუძვლო ქილიკსა და ლაზღანდარობას უფრო აქვს ადგილი; ჯერ მარტო სტატიის სათაური რად ღირს?! შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ რომ ორგანიზაცია არ ფლობს შესაბამის არც ადამიანურ და არც ფინანსურ რესურს, განსაკუთრებით კი არ გვაქვს იმის ”მოცალეობა ”, რომ კაციტაძის ქილიკს ქილიკითვე ვუპასუხოთ. ე.წ. ”ექსპერტის” მსგავსად დაინტერესებული პირებისთვის კი გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვთვლით, რომ ნაშრომი უნაკლოა და რომ იგი არ ექვემდებარება კრიტიკას. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მიერ მომზადებული პროდუქტი შეიძლება ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) პირველი ნაშრომი იყოს, რომელიც აღნიშნულ თემაზე შეიქმნა. ასევე, მიგვაჩნია რომ კვლევის შინაარსი საქართველოს მოქალაქეებს სწორი, ადექვატური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს, როდესაც მათთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიზნებს რუსეთთან ურთიერთობის გზაზე და სად გადის ზღვარი ამა თუ იმ პარტიის ლიდერის სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. წაიკითხე მეტი
რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი
|
 |
 |
|
|
 |
 |
|
|
 |
 |
|
|
 |
 |
6 აგვისტო 2010 |
|
 |
 |
რა ადგილი უჭირავს რუსეთს, როგორც ფაქტორს ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ პროგრამებში? რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი აქვეყნებს ნაშრომს, თემაზე: რუსეთის ფაქტორი ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ პროგრმებში. ნაშრომის მოკრძალებული ამბიციაა, შექმნას ისეთი რელევანტური პუბლიკაცია, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული ადამიანი სულ-ცოტა შეძლებს წარმოდგენა შეიქმნას საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ჩვენ ვეცადეთ პასუხი გაგვეცა კითხვაზე: რა ადგილი უჭირავს რუსეთს, როგორც ფაქტორს ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ პროგრამებში? ასევე, ჩვენი მიზანი იყო დაგვენახა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ის ალტერნატიული ხედვები, რომელზე აპელირებითაც, რომლის პოპულარიზაციითაც პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ მოიზიდონ და დაიმსახურომ საქართველოს ამომრჩეველთა სიმპატიები. ვფიქრობთ, წინამდებარე დოკუმენტი შესაძლებლობას მისცემს მკითხველს დაინახოს ამა თუ იმ პარტიის ინტელექტუალური პოტენციალი და მათი მომავალი პოლიტიკური პერსპექტივა. შედარებისთვის, კვლევაში განხილულია მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიაც. კვლევის წაკითხვა და გადმოწერა შესაძლებელია ახალი ამბების სააგენტო GHN.ge - ს ვებ-გევრდზე. მიყევით ლინკს. |
 |
 |
|
|
 |
 |
3 აგვისტო 2010 |
|
 |
 |
GIRS დათბობის პოლიტიკის წარუმატებლობის მიზეზების ახსნა ალექსანდერ ვენდტის «ძალის პოლიტიკის ინსტიტუციური გარდაქმნის» მოდელის მიხედვით ნაშრომი ეხება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში (1953-1964წ.) საბჭოთა კავშირში გატარებულ დათბობის პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებდა ფუნდამენტურ ცვლილებებს მმართველი ჯგუფისა და საზოგადოების ურთირეთობებში. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს უნდა ეთამაშა მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ ვიწრო შიდასახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ საერთაშორისოზეც _ დათბობას ხელი უნდა შეეწყო იმპერიაში «განვითარებული სოციალიზმის» მშენებლობისთვის, რომელიც შემდგომში მისაბაძი გახდებოდა მსოფლიოს სხვა ერებისათვის. ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს დათბობის პოლიტიკის წარუმატებლობის მიზეზების ახსნა. კვლევის შედეგად ავტორი მივიდა შემდეგ ჰიპოთეზამდე: დათბობის პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა იმიტომ რომ ადრესატების მიერ იმპერიაში განხორციელებული ლიბერალიზაცია აღქმულ იქნა როგორც რეჟიმის დასუსტება და არა როგორც საშუალება მმართველ ჯგუფთან თანამშრომლობისა და და ამ გზით რეჟიმის გარადქმნისა. ნაშრომში მოცემული ჰიპოთეზა განხილულია კონსტრუქტივისტული თეორიის ჩარჩოში, კერძოდ კი ჰიპოთეზის ასახსნელად გამოყენებულია ალექსანდერ ვენდტის «ძალის პოლიტიკის ინსტიტუციური გარადქმნის» მოდელი. გადმოწერეთ მთლიანი კვლევა
ივანე ბაძაღუა
რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი |
 |
 |
|
|
 |
 |
|
|
 |
 |
31 ივლისი 2010 |
|
 |
 |
კონკურსი კონკურსი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების გამოსალენად, თემაზე:
“ახალგაზრდული ხედვა: ნატო-საქართველო - გუშინ, დღეს, ხვალ"
"რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი" ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით იწყებს პროექტის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის მაქსიმალურ უზრუნველყოფას. კონკურსში გამარჯვების შედეგად სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ საქართველოს 10 სხვადასხვა საჯარო სკოლაში 11 და 12 კლასის მოსწავლეებს საკუთარი ნაშრომები წარუდგინონ და ჩაატარონ საჯარო ლექცია თემაზე: "ნატო და საქართველო - გუშინ, დღეს, ხვალ". მანამდე კი სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტურ კონფერენციაში, რომელიც ილიას უნივერსიტეტში გაიმართება.
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა - 20.09.2010
თემის მოცულობა: 4-6 (A 4) Font – 12
1. დაასათაურეთ თემა
2. სათაურეს ქვეშ კი მიუთითეთ თქვენი ვინაობა.
3. სასწავლო დაწესებულების დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია (პირადი ტელ. ნომერი; ელექრონული ფოსტის მისამართი)
სტუდენტური კონფერენცია გაიმართება ილიას უნივერსიტეტში - 28.09.2010
თემები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელქტრონული ფოსტის წინამდებარე მისამართზე - INFO@GIRS.ORG.GE ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 2, მეორე სართული; ოთახი 4. ტელ. 22 04 39 |
 |
 |
|
|
 |
 |
22 ივლისი 2010 |
|
 |
 |
რუსეთის ურთიერთობები ვენესუელასთან და მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი "საბჭოთა კავშირის დაშლიდან ხელისუფლებაში პუტინის მოსვლამდე, რუსეთის საგარეო პოლიტიკამ თვითგამორკვევის პროცესში გაიარა გაურკვევლობებით აღსავსე გზა, რამაც საერთაშორისო არენაზე მოსკოვის წონის შემცირება და მისი გავლენის სფეროს შევიწროვება გამოიწვია. მხოლოდ პუტინის მმართველობის პერიოდში დაიწყო რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მთავარი კონსენსუსის ჩამოყალიბება. აღნიშნული კონსენსუსის მთავარ ელემენტს წარმოადგენს გაცნობიერება იმისა, რომ მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომხდარი ისტორიული და ხშირ შემთხვევაში მტკივნეული ცვლილებებისა, რუსეთს აქვს შესაძლებლობა მოიქცეს ისე, როგორც ეს “დიდ სახელმწიფოს” შეეფერება."
ნინო ხითარიშვილი,
რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი |
 |
 |
|
|
 |
 |
13 ივლისი 2010 |
|
 |
 |
ბრძანება - #00447 საბჭოთა კავშირში მიმდინარე მასობრივი რპერესიების შესწავლა სამოქალაქო შეგნებას უნდა აფხიზლებდეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცის ადამიანები ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებამდე ბევრი გვაკლია. უკვე გაცვეთილი გამოთქმაა - ,,ვინც არ იცის ისტორია, განწირულია შეცდომები გაიმეოროს.” ალბათ, შეცდომებისაგან მარტო ცოდნა არ აზღვევს, მაგრამ ამ ,,დაზღვევის” აუცილებელი კომპონენტი კი ნამდვილად არის. 1937-1938 მასობრივი რეპრესიების დროს მიმდინარე მოვლენები საშინელებათა ფილმის სცენარს უფრო დაამშვენებდა, მაგრამ სამწუხაროდ იგი ჩევნი ისტორიაა. წინამდებარე ნაშრომის მიზანი მკითხველს მივაწოდოთ ის თავისებურებანი რომლითაც საქართველოში ხასიათდებოდა ბრძანება #00447. 1937-1938 მასობრივი რეპრესიების დროს მიმდინარე მოვლენები საშინელებათა ფილმის სცენარს უფრო დაამშვენებდა, მაგრამ სამწუხაროდ იგი ჩევნი ისტორიაა ამ თავში მოცემული ანალიზი წარმოადგენს კომპილაციას, რომელიც მოცემულია ,,ალჟირის” პატიმართა პორტრეტები - სტალინიზმის ისტორიიდან “ შესავალში.
დავით ჯიშკარიანი,
რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი |
 |
 |
|
|
 |
 |
10 ივლისი 2010 |
|
 |
 |
წითელი მოედნის ქვაფენილზე 2010 წლის 9 მაისს მოსკოვში აღინიშნა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში გამარჯვება, გამარჯვება, რომელიც მოიპოვა იმ დროს საბჭოთა კავშირში შემავალმა 15 ქვეყანამ. საქართველო, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყანა, ღირსეულად წარმოდგენილი ამ ზეიმზე მხოლოდ ქართული სამხედრო შენაერთის აღლუმში მონაწილეობით შეიძლებოდა ყოფილიყო. ცნობისთვის, სტუმართა ტრიბუნაზე გერმანია და ნაცისტების იმდროინდელი მოკავშირეებიც იყვნენ წარმოდგენილი. გვესმის, რომ სასიამოვნო საცქერია რუსი სამხედროების პრუსიული ნაბიჯი, რომელშიც აგვისტოს ომის შემდეგ მეტი სიმტკიცე იგრძნობა, მაგრამ, ის ფაქტი, რომ “პარადზე” საქართველო არ იყო წარმოდგენილი იმ 700 ათასზე მეტი მეომრის შეურაცხყოფაა, რომლებიც საქართველომ წარგზავნა ამ ომში და რომელთაგან ნახევარიც კი ვერ დაბრუნდა. მ.სააკაშვილის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტია, დამცირების მცდელობები კი, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს დაკნინებას ემსახურება.
|
 |
|
 |
 |
არქივი |
|
 |
 |
| « სექტემბერი 2010 » |
|---|
| ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | |
|
 |
|